Eng

ვალოდია კაპეიკა

„სისუფთავე ეზოდან იწყება”

დამოუკიდებელი ცხოვრება

„სისუფთავე ეზოდან იწყება”

ამბობს ვალოდია და თავის დასუფთავებულ ეზოში გასეირნებას სთავაზობს სტუმარს. უყვარს დაკრიალებული ნამუშევრის ჩვენება და თავის მოწონება. თან სტუმარს არიგებს, უსაქმოდ ჯდომა არ ვარგაო. ფიქრობს, რომ ოჯახში ეზოს სისუფთავეზე ზრუნვა კაცის მოვალეობაა და ამ მოვალეობას პირნათლად ასრულებს. ვალოდია ოჯახური ტიპის საცხოვრებელში საცხოვრებლად 2011 წელს დეკემბერში გადმოვიდა ინსტიტუციიდან. ზუსტად მაშინ, როცა გაიხსნა და პირველი მაცხოვრებლები მიიღო. 

„ყოჩაღ ვალოდია!“

ვალოდია კარგად მღერის. უყვარს, როდესაც მსმენელის წინაში ასრულებს სიმღერას. ამიტომ ხშირად, აუდიტორიას თვითონვე კრებს და გატაცებით მიჰყვება ჰანგებს. სიმღერის დასრულებისას კი ფრიად კმაყოფილი აუდოტირიის აპლოდისმენტებს ასწრებს და თავის თავს შეუძახებს ხოლმე - ყოჩაღ ვალოდია!

„ფაფა არ მიყვარს“

ახალგადმოსულმა ვალოდიამ, დამხმარეებს ფაფის მომზადება მოსთხოვა საუზმეზე, პანსიონში სულ გვიკეთებდნენ ხოლმეო. სურვილი შეუსრულეს, თუმცა მალევე შენიშნეს, რომ ფაფას მხოლოდ რამოდენიმეჯერ მიეკარა. ჰკითხეს რაში იყო საქმე. მან კი უპასუხა, რომ ფაფა არ უყვარდა... სამაგიეროდ, გურჯაანშივე აღმოაჩინა, რომ უყვარს ნამცხვარი. ამიტომ, ასისტენტების დახმარებით ამზადებს და სტუმარსაც სიამოვნებით უმასპინძლდება.

„რა ხეირი??!“

მოსწონს როცა დღიური სამუშაო მაინც გამუოჩნდება ხოლმე. გასამრჯელოდ კი მცირე სუფრას და ერთ ჭიქა სასმელს იღებს. ნერვიულობს და განიცდის სამუშაო რომ არ აქვს. ამბობს, დღემ ჩაიარა და აბა რა ხეირიო? უშრომელად მიღებულ სასმელს უხალისოდ მიირთმევს. შრომით მოპოვებული ურჩევნია.
ყველა ისტორია

დაგვიკავშირდით: contact@handinhand.ge +995595850090
image carousel