Eng

ჩვენ შესახებ

ორგანიზაციის მიზანი

„ხელი ხელს“ არის სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია. ჩვენი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ღირსეული საოჯახო გარემოს, მომსახურების შექმნა, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და ქვეყნის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობა.

 

რას საქმიანობს „ხელი ხელს“?

2011 წლიდან დღემდე ორგანიზაცია მომსახურებას უწევს 25 შშმ პირს. ისინი ექვს ოჯახად 6 საცხოვრებელში, გურჯაანსა და თბილისში ცხოვრობენ. ზოგი მათგანი დამოუკიდებლად ცხოვრობს და მხარდაჭერას ნაკლებად საჭიროებს. ზოგი აუცილებელ უნარებს ჯერ კიდევ იმაღლებს და მეტ მხარდაჭერას იღებს

2015 წლიდან ორგანიზაცია მსგავსი საოჯახო ტიპის მომსახურებას თბილისშიც ავითარებს. 2 საცხოვრებელში 7 სპეციალური საჭიროების მიმღები 7 ზრდასრული ცხოვრობს. ისინი იღებენ საჭირო მხარდაჭერას, იმაღლებენ დამოუკიდებლობის, თვითმოვლის ხარისხს, ემზადებიან მაქსიმალური დამოუკიდებლობისა და საზოგადოებაში ჩართული ცხოვრებისთვის.

 

როგორია ჩვენს საოჯახო სახლებში მიღებული შედეგები?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული საოჯახო საცხოვრებლების შექმნა და შშმ პირების ადვოკატირება ღირსეული, ევროპული სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი პრიორიტეტია, როგორც საზოგადოების უმცირესობის ნაწილის პატივისცემა, მხარდაჭერა და რეალიზება.

არსებული საოჯახო ტიპის მომსახურება განკუთვნილია ზრდასრულ შშმ პირებზე და არის ფოკუსირებული ინდივიდებზე, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ასეთი ტიპის საცხოვრისისა და მომსახურების შემთხვევაში, შეგვიძლია მივაღწიოთ შემდეგ შედეგებს:

1.  შშმ პირი ვითარდება, როგორც:

  • ინდივიდი
  • აქვს უნარი დაიცვას თავი
  • ამაღლებული აქვს თვითმოვლის ხარისხი და დონე
  • ამაღლებული აქვს დამოუკიდებლობის ხარისხი
  • იღებს გადაწყვეტილებებს
  • აკეთებს არჩევანს
  • ისახავს მიზნებს
  • დგამს ნაბიჯებს მიზნების განსახორციელებლად
  • მაქსიმალურად არის ინტეგრირებული საზოგადოებაში
  • აქვს საკმარისი ცოდნა, რომელიც ჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში
  • იცის როგორ, სად და როდის მიიღოს სამედიცინო მომსახურება
  • მიისწრაფის ან არის დასაქმებული/რეალიზებული
  • არ მანიპულირებს ადამიანებით

2.  ქმნის ოჯახს:

  • ყავს/ზრდის შვილს
  • იცავს/ითვალისწინებს ოჯახის ინტერესებს
  • იღებს მისთვის საჭირო სერვისს/მომსახურებას საოჯახო ტიპის ორგანიზაციისგან

3.  ახდენს გავლენას საზოგადოებაზე:

  • ადაპტირებულია მათთვის საჭირო საცხოვრებელი გარემო/სივრცე
  • საზოგადოება ფოკუსირებულია მასზე, როგორც ინდივიდზე
  • ნაკლებად განიცდის ზემოქმედებას სტიგმისგან და არასწორი დამოკიდებულებისგან
  • საზოგადოებას ყავს „საზრუნავი“ შშმ პირის სახით
  • საზოგადოების დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ არის განსაკუთრებული და სწორი


დაგვიკავშირდით: contact@handinhand.ge +995595850090
image carousel