მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა სათემო საცხოვრისების მხარდაჭერის გზით“ (2016-2017)

მომსახურების ხარისხისა და ადვოკატირების  გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმა პროექტის პერსონალის გადამზადება. შესაბამისად, 2016 წლის დეკემბერში და 2017 წლის თებერვალში განხორციელდა ორი სასწავლო ვიზიტი ხორვატიაში, ქ. ზაგრებში. ჩვენმა თანამშრომლებმა პარტნიორ ხორვატიულ ორგანიზაციაში (მოზრდილთა საგანმანათლებლო ცენტრი „ვალიდუსი“) გაიარეს ტრენინგები „პიროვნებაცენტრირებული დაგეგმარების“ ხელსაწყოების შესწავლის მიზნით. პირველი ვიზიტის ფარგლებში მათ აითვისეს პიროვნების შეფასების მეთოდი:  „ინდივიდუალური განვითარების რუკის“  შედგენა, ხოლო მეორე ვიზიტის ფარგლებში ისწავლეს, როგორ დგება „ბილიკი“ პიროვნების განვითარების მისაღწევად.

გარდა ამისა, 2017 წლის თებერვალში  ორგანიზაციამ დაგეგმა და განახორციელა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ნომინირებული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის რამოდენიმე წარმომადგენლის საადვოკაციო-სასწავლო ვიზიტი ქ. ზაგრებში.  ხორვატიაში ბოლო წლებში  დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი სამთავრობო სტრუქტურების პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე გააქტიურდა. ამ ვიზიტით, მოხდა მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება მათთვის, ვინც საქართველოშია გადაწყვეტილების მიმღები. ვიზიტის მონაწილეთათვის ხორვატიულ ორგანიზაცია „ვალიდუს“-ში შედგა ხუთდღიანი ტრენინგი _ „ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანების პროფესიული მხარდაჭერის სათემო სერვისი და სოციალური სერვისებით უზრუნველყოფის სისტემა“.

 

 „საოჯახო ტიპის საცხოვრებელი და სახელოსნო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თბილისში და გურჯაანში“ (2017-2018)

 

პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა საჭირო მასალა სახელოსნოს საქმიანობისთვის ასევე მოშენდა ფუტკარი. ინსტრუქტორთა დახმარებით ჩვენმა ბენეფეციარებმა დაამზადეს არაერთი შესანიშნავი ნივთი. ასევე, ბენეფიციარებმა თავად დაამზადეს ჩურჩხელები. მიმდინარე წლის 30 ნოემბერს კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება „მუსიკა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ჩვენი მაცხოვრებლების მიერ მომზადებული პროდუქტი: ჩურჩხელები და თაფლი.  კონცერტის ბილეთების და პროდუქტის გაყიდვით მიღებული თანხა გამოყენებულ იქნა ჩვენი მაცხოვრებლებისთვის სახლის შეძენისას. სახელოსნოში სამუშაო პროცესი დღემდე მიმდინარეობს.

 „საოჯახო ტიპის საცხოვრებელი და სახელოსნო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, გაგრძელება“ (2018-2019)

2019 წლის 9 თებერვალს ჩვენი ორგანიზაციის მიერ პროექტის ფარგლებში შესყიდულ იქნა ბინა ამჟამად, ბინაში ცხოვრობს 5 შშმ პირი, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იღებენ  საოჯახო საცხოვრებლის სერვისის მომსახურებას.

გარდა ამისა, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ხორვატიაში მიღებული ცოდნის შესაბამისად ჩვენი ორგანიზაციის თითოეული ბენეფიციარისთვის პროექტის ფარგლებში  შედგა  „რუკა“ და „ბილიკი“ (პერსონაცენტრული დაგეგმარების ხელსაწყოები).

 

 „სოციალური საწარმო საოჯახო ტიპის საცხოვრისის მდგრადობისთვის“ (2018-2019)

2019 წლის 12 აპრილს ჩვენი ორგანიზაციის მიერ  შესყიდულ იქნა უძრავი ქონება, კერძოდ სახლი. გარემონტების შემდეგ, სახლის პროექტი და პატარა ეზო იძლევა შესაძლებლობას, საჭიროების მიხედვით იგი გამოყენებულ იქნას როგორც ბენეფიციართა საცხოვრებლად, ისე სოციალური საწაროს ასამუშავებლად.

 

,,საოჯახო ტიპის საცხოვრებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის”.   2014-2018 წელი.

პროექტის მიზანი გახლდათ მენტალური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური ზრუნვის სათემო სერვისებით ჩანაცვლების მოდელის შექმნა.  შედეგად, უკვე არსებობს  სამოდელო ოჯახური ტიპის საცხოვრებლები  შშმ პირთათვის, ქ.გურჯაანსა და ქ.თბილისში.  თითეულ საცხოვრისში ცხოვრობს არაუმეტეს 5 შშმ პირი, რომლებიც  ეწევიან საოჯახო საქმიანობას, სწავლობენ, მუშაობენ და ცხოვრობენ, როგორც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, ხოლო მომსახურების მიზანია მათში  უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენა და განვითარება, რაც ხელს უწყობს მათ დამოუკიდებელ ფუნქციონირებას  და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
პროექტი დაფინანსებულია ,,ღია საზოგადოება- საქართველოს“ მიერ, მომსახურების თანადაფინანსება  კი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  სახელმწიფო პროგრამის ,,სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ ფარგლებში.

 

,ადამიანური რესურსების გაძლიერება  მენტალური დარღვევების მქონე პირთა სათემო სერვისების განვითარებისა და მდგრადი ხარისხის უზრუნველსაყოფად.“    13.04.2018-13.04.2019

პროექტის მიზანია საქართველოში მენტალური დარღვევების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი უფლებების რეალიზების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა 2017 წელს ორგანიზაციის მიერ ქ.თბილისში და გურჯაანში პილოტირებული პერსონალური ასისტირების მომსახურების შემდგომი განვითარება. კერძოდ,  დასრულდა პერსონალური ასისტენტებისათვის  სატრენინგო მოდულის შექმნა, რომლის მიხედვითაც ხდება მათთვის ტრენინგების ჩატარება.

პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმდა სერვისში ჩართული პირების მოსამზადებელი  სატრენინგო მოდული. განხორციელდა შშმ და მენტალური დარღვევების მქონე პირთა სერვისებში დასაქმებული და მასზე ზედამხედველობის განმახორცილებელი ინსტიტუტების ადამიანური რესურსების აღჭურვა თემზე დაფუძნებული საცხოვრისის პრინციპების, ინდივიდუალური საჭიროებებზე მორგებული მომსახურების, აქტიური მხარდაჭერის, აქტივობაში ჩართულობის, გამომწვევი ქცევის და მისი მართვის, სექსუალური საკითხების, მომსახურების  სტანდარტებისა და მონიტორინგის მექანიზმების შესახებ სათანადო ცოდნითა და დამოკიდებულებებით.

  1. მშობლების ინფორმირებულობისა და განათლების დონის გაზრდა შშმ ბავშვთა/ზრდასრულთა მხარდაჭერაში. 2018 წელი, სამიზნე ჯგუფი – ზრდასრული შშმ პირები, შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) მშობლები და ოჯახის წევრები, დარგის სპეციალისტები. დონორი: ასოციაცია MTE, შვეიცარია