პერსონალური ასისტირების სერვისი

პერსონალური ასისტირება  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული სერვისია, რომელიც გულისხმობს მხარადაჭერის საჭიროების მქონე ადამიანების მხარდაჭერას მათთვის ბუნებრივ გარემოში, დახმარებას საკუთარი შესაძლებლობების სრულ რეალიზებასა და ინტეგრაციაში, რაც ზრდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებლობას და საკუთარ ცხოვრების კონტროლის შესაძლებლობას. პერსონალური ასისტირების მომსახურება, განსხვავებულია საჭიროებებისა და ცხოვრების სიტუაციის შესაბამისად, ამიტომ ის ინდივიდუალური და მრავალფეროვანია.  ასისტირების აქტივობები შესაძლოა მოიცავდეს: მხარდაჭერას კომუნიკაციაში, გადაადგილებაში, დაგეგვმაში, დასვენება/მუშაობაში, სოციალიზაციაში, ფუნქციური უნარ-ჩვევების დასწავლაში, განათლებაში, კოგნიტურ, ემოციურ, სენსორულ და  პიროვნულ სფეროებში. შესაბამისად, ასისტირება შეიძლება მიმდინარეობდეს სხვადასხვა გარემოში, როგორიცაა: სახლი, სკოლა, ბაღი, სამსახური, ეზო, ქუჩა და სხვა.
პერსონალური ასისტენტის მომსახურების პრინციპი სრულად ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობისხედვის სოციალურ მოდელს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, კერძოდ, მომხმარებლის მიერ მართულ სერვისის მოდელს (consumer-directed Model)

პერსონალური ასისტირების სერვისით შეიძლება ისარგებლოს სხვადასხვა ფუნქციური შეზღუდვის მქონე ნებისმიერი ასაკის ადამიანმა. მომსახურება ხელმისაწვდომია კვირაში 7 დღისა და დღეში 24 საათის განმავლობაში.

პერსონალური ასისტირების მომსახურება 2016 წლიდან არსებობს თბილისში, 2018 წლის მარტიდან კახეთის რეგიონის ორ ქალაქში, წნორსა და გურჯაანში.

 

მუშაობის პრინციპები და მეთოდიკა:

ერთიანი მიდგომა

  • გუნდური პასუხიმგებლობა (მხოლოდ ასისტენტს არ აკისრია პასუხისმგებლობა, თუ არის სირთულეები, გამოწვევები პრობლემები, გადაწყვეტის გზებს ეძებს კოორდინატორსა და ადმინისტრატორთან ერთად)
  • მრავალფეროვანი ცოდნა და გამოცდილება (ფსიქოლოგი აფასებს და აძლევს სამუშაო გეგმას, გამოყოფს სუსტ და ძლიერ მხარეებს და სახავს მიზნებს. ასისტენტები ეხმარებიან გენერალიზებაში და ყოველდღიურ აქტივობებში ცოდნის გამოყენებაში)
  • გუნდური მხარდაჭერა

სერვისის მოქნილობა

  • სერვისის მიმწოდებელი და მიმღები ერთობლივად არჩევენ ასისტენტს/ასისტენტებს;
  • მშობელს ან მოსარგებლეს აქვს უფლება აირჩიოს სასურველი კომპეტენციის და სასურველი უნარ-ჩვევების მქონე ასისტენტი, ან მოითხოვოს მისი შეცვლა მოლოდინების გაუმართლებლობის ან სხვა პრობლემის შემთხვევაში;
  • ასისტენტების ჩანაცვლება/სერვისის უწყვეტობა ფორსმაჟორული სიტუაციის გამოკლებით

საჭიროებებზეა მორგებული.

  • სერვისი იგეგმება და მოდიფიცირდება იმის მიხედვით თუ რა საჭიროება აქვს მოსარგებლეს დროის კონკრეტულ მომენტში

გარემოს გაძლიერება

  • სერვისი მოიცავს რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემას  მოსარგებლის პირველადი და უახლოესი სოციალური წრისთვის

პერსონაცენტრული მიდგომა

  • მომხმარებელი უზრუნველყოფილია საკუთარი მომსახურების ინდივიდუალურად ფორმირების შესაძლებლობით, რაც იმას გულისხმობს, რომ ის თავად იღებს გადაწყვეტილებას ვინ იმუშავებს მასთან, როდის, სად, როგორ და რომელი აქტივობებისა და ამოცანების შესრულებაში გაუწევს ასისტირებას;
  • მომსახურებები მთლიანად დამოკიდებულია სერვისით მოსარგებლის საჭიროებებზე, უანარებზე, მოთხოვნებსა და შესაძლებლობებზე;
  • სერვისის პერსონაცენტრული დაგეგმარებისთვის ხდება ორი ინსტრუმენტის MAP-ის ან PATH-ის გამოყენებით საჭიროებისამებრ.

მუდმივი მონიტორინგი და  უკუკავშირი

  • სერვისის მიერ მიმდინარეობს თითეული შემთხვევის (მოსარგებლისთვის მიწოდებული სერვისის) მონიტორინგი (მიზნების გადახედვა, ხელახლა დასახვა)
  • იწარმოება ჩანაწერები და პოსტები.

მშობლის/მეურვის ჩართულობა და ინფორმირება

  • ღიაობა-როცა მშობელს/მეურვეს სჭირდება რეკომენდაცია, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ რგოლს დახმარებისთვის;
  • ჯანსაღი კრიტიკა;
  • შეხვედრები

About the author: admin

Leave a Reply

Your email address will not be published.