საოჯახოს საცხოვრისები სრულწლოვანი შშმ პირებისთვის

ორგანიზაცია ‘’ხელი ხელს’’ საოჯახო საცხოვრისის სერვისს სთავაზობს 18 წელს ზემოთ მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ორგანიზაციას აქვს 5 საცხოვრისი ქ. გურჯაანსა და ქ.თბილისში. თითოელ საცხოვრისში მათი რაოდენობა არ აღემატება 5. ამჟამად სერვისის მომსახურებით სარგებლობს 25 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

 

არაერთი კვლევით და პრაქტიკით დადასტურდა, რომ საოჯახო ტიპის საცხოვრისი არის საუკეთესო შშმ პირთა რესოციალიზაციის, ინკლუზიის, დასაქმების და უფლებების რეალიზაციისთვის. საოჯახო საცხოვრებელი  ითვალისწინებს ბენეფიციარების საჭიროების და სურვილის  შესაბამისი მომსახურების მიწოდებას.  მომსახურება მოქნილია და მუდმივად მზადაა მოერგოს ბენეფიციარის  ცვალებად ინდივიდუალურ საჭიროებებს.

 

მომსახურების მთავარი პრინციპია ინდივიდზე ორიენტირება, ანუ პიროვნებაზე ცენტრირება, რაც გულისხმობს იმას, რომ ინდივიდი  არის ცენტრალური ფიგურა და თავად აქტიურად მონაწილეობს საკუთარი მხარდაჭერის გეგმის შექმნის პროცესში. ის თავად აკეთებს ცხოვრებისეულ ყოველდღიურ არჩევანებს თავად აძლევს მიმართულებას საკუთარ ცხოვრებას და საჭირო დროს იღებს საჭირო ინტენსივობის დახმარებას. ამასთან, სწავლობს  ოჯახის წევრთა პატივისცემას და ოჯახურ თანაცხოვრებას.  მხარდაჭერის ინდივიდუალური გეგმების განხორციელებისთვის საცხოვრისებს ემსახურება ასისტენტი. ასისტენტის მხარდაჭერის ინტენსიობა განისაზღვრება საჭიროების შესაბამისად, რომელიც, როგორც წესი, მოსარგებლე პირის საცხოვრისში მოსვლისას, დასაწყისში უფრო ინტენსიურია.

 

საცხოვრისებში შშმ პირთა მხარდაჭერა მოიცავს:

  • დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარების ხელშეწყობას;
  • პროფესიული უნარების განვითარების და დასაქმების (სამუშაოს მოძებნა, მორგება და საქმიანობის განხორციელებაში დახმარება) უზრუნველყოფას;
  • უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოთი უზრუნველყოფას;
  • საკვებით, ჩასაცმელით, ფეხსაცმელით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საგნებით უზრუნველყოფას;
  • განათლების მხარდაჭერას;
  • სოციალურ ინკლუზიაში მხარდაჭერას:
  • პიროვნული განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფას;
  • სახლის საქმიანობის (საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, ტანსაცმლის მოწესრიგება და ა. შ.) განხორციელებაში დახმარებას;
  • გარე აქტივობების (მაღაზიაში ნივთების შეძენა, სამსახურში სიარული შემეცნებით/გასართობი და სპორტული ღონისძიებები და ა. შ.) განხორციელებაში დახმარებას;
  • ბენეფიციარებისთვის საჭირო სხვა სერვისების გამოვლენას და მხარდაჭერას;
  • ქცევით მხარდაჭერას (გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც იწვევს თვითდაზიანებას ან სხვა ადამიანის დაზიანებას,ასეთ დროს გამოიყენება ქცევის მართვის შესაბამისი მეთოდიკა);
  • საცხოვრებელი გარემოს მარტივ მოდიფიკაციას და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას;
  • ინფორმაციულ დახმარებას;
  • ბენეფიციარების ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ხელშეწყობას, კომუნიკაციის დამყარებას;
  • ბენეფიციარების ძალადობისგან დაცვას;
  • ბენეფიციარების ჯანმრთელობის საჭიროებების  შეფასებას და დროული რეაგირებას (მედიკამენტების მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში ექიმის კონსულტაცია ან რეფერირება სამედიცინო დაწესებულებაში);

About the author: admin

Has one comment to “საოჯახოს საცხოვრისები სრულწლოვანი შშმ პირებისთვის”

You can leave a reply or Trackback this post.

Leave a Reply

Your email address will not be published.